აპოსტროფი

საქართველოში ფრანგული ენის მასწავლებლებს პირველად აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაიარონ სპეციალიზებული კურსები, გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს და შემდეგ კლასში აქტიურად გამოიყენონ ინტერაქტიური მასალები გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად. 

კურსები არის უფასო და ტარდება დისტანციურად. შესაბამისად, მასწავლებლებს მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. 

2022 წლის ნოემბერში კომპანიის დამფუძნებელი დაუკავშირდა ფრანგ ტრენერს, რომელმაც შეადგინა ერთდღიანი პედაგოგიური ტრენინგის კონკრეტული პროგრამა. კურსის მოდულები განისაზღვრა ფრანგულის, როგორც უცხო ენის მასწავლებლებისთვის  (პრიორიტეტი მიენიჭა ქართული საჯარო სკოლების, განსაკუთრებით, რეგიონების სკოლების მასწავლებლებს), რომლებიც  ასწავლიან მაღალკლასელ მოზარდებს (A2-B1 დონეზე). 

პროექტის მომზადებაში, გარდა პედაგოგიური გუნდისა, აქტიურად იყო ჩართული „აპოსტროფის“ ადმინისტრაციული გუნდი და მარკეტინგის სამსახური. 

პროექტი მიმდინარეა და მისი შედეგები გაიზომება კითხვარებზე დაყრდნობით, რომლებსაც მონაწილეები ტრენინგის დაწყებამდე და დასრულებისას შეავსებენ . 

„აპოსტროფის“ გუნდის მიზანია გასცდეს საკუთარი სტუდენტებისა და პედაგოგების სეგმენტს, უფრო მეტ ადამიანს გაუზიაროს თავისი ღირებულებები და დაეხმაროს მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში.