ნატურაფარმი

ნიადაგის, ანუ დედამიწის კანის დაცვის ინიციატივით შპს „ნატურაფარმის“ პარტნიორი კომპანია „ველედა“ 2021 წლიდან აქტიურ კამპანიას ატარებს. კომპანიას 2022 წლის დასაწყისიდან გაუჩნდა იდეა შეექმნა პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოში ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება იქნებოდა. შპს „ნატურაფარმმა“ გადასაჭრელ პრობლემად დასახა ნიადაგის, ანუ დედამიწის კანის დაცვა, რაც, ზოგადად, პლანეტის წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევაა. 

კამპანიის ფარგლებში, 2022 წლის 17-19 ნოემბერს,  3-დღიანი სემინარი ჩატარდა. დასახული მიზნის  განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი რგოლი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ეკოლოგიაზე,  ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ საჭმელზე, ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, ბიოლოგიური სასუქების პროდუქციით დაინტერესებული პირები.  

სემინარი გაიმართა ორ ადგილას -  თბილისში და სოფ. მაწევანში, კომპანიის პარტნიორ საგანმანათლებლო სივრცეში „პარციფალი“.  პროექტის  პრაქტიკული  ნაწილი ჩატარდა მაწევანში და მოიცავდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით კომპოსტის მომზადებას, ეროზირებული და ჯანსაღი ნიადაგის ვიზუალურ და ფუნქციურ იდენტიფიცირებას.  თბილისში კი ძირითადად სემინარის თეორიული ნაწილი ჩატარდა. 

პროექტის პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის გარდა, საკითხის აქტუალიზაცია, გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილება, ყოველდღიური ეკოცნობიერება,   „ნატურაფარმის“ და „ველედას“, როგორც ბუნებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის  და ეთიკური პრინციპების მატარებელი კომპანიების პოპულარიზაცია, გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი განსაკუთრებული გზაა. მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სემინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათთვის იყო დამაფიქრებელი, რაც აისახება მათ დამოკიდებულებასა და ყოველდღიურ ქცევაზე, რაც პროექტის მთავარი მიზანია.