ფარმადეპო

გამწვანებული სკვერი, ჯანსაღი გარემოსთვის“ გულისხმობს თბილისის სხვადასხვა უბნის ეზოებში გამწვანებული სივრცეების მოწყობას. პროექტის მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა გარემოს დაცვით ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა გარემოს დასუფთავება, მცენარეების დარგვა და მოვლა, პოლიეთილენის მოხმარების შემცირების აგიტაცია, რაც, საბოლოო ჯამში,  მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალური გარემოს განვითარებაზე აისახება. 

პროექტის ძირითადი გზავნილია „გარემოზე ზრუნვა იმ ადგილებიდან იწყება, სადაც ჩვენც ვიმყოფებით“ და 2022 წლიდან სწორედ ამ გზავნილის მიხედვით ხდება აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. 

პირველ ეტაპზე მყარდება უბნის მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი მზადყოფნის შეფასება. რადგან გამწვანებულ სკვერს შემდგომში მოვლა-პატრონობა ესაჭიროება, მნიშვნელოვანია პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. 

ამ ეტაპისთვის „ფარმადეპომ“ თბილისის 4 უბანში (გლდანი, ბაგები, საბურთალო, დიღომი) მოაწყო სკვერები, კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტი მცენარე, მოწესრიგდა და გაკეთდა საფარი და დეკორატიული ბილიკები, დამონტაჟდა განათება,  გამოიყენეს სხვადასხვა დეკორატიული მასალა და ინვენტარი. 

მნიშვნელოვანი, რომ სკვერების მოწყობის პროცესში მოსახლეობას ცნობიერების ამაღლების მიზნით მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს  მცენარეების მოვლა/განახლება. 

პროექტის განხორციელების შემდეგ მუდმივად ხდება უბნების სტუმრობა და სკვერების დათვალიერება/განახლება; გარკვეული პერიოდულობით კომპანია გამწვანებულ სივრცეებში  დამატებით მცენარეებს რგავს.