მინა

სს „მინა“ – ქსნის მინის ტარის ქარხანა 1998 წლიდან არის საერთაშორისო სამრეწველო კონგლომერატ „Şişecam“-ის კუთვნილი კომპანია. მისი ძირითადი მიზანია სხვადასხვა სახის მინის ტარის წარმოება, რაც დღეისათვის პლასტიკის უმნიშვნელოვანესი ალტერნატივაა და მისი რეციკლირებაც მარტივად ხდება. 

პროექტი არის კომპანია Sisecam-ის მდგრადი განვითარების პოლიტიკითა და სტრატეგიითა და ასევე საწარმოში არსებული მდგომარეობით განპირობებული წამოწყება. 

საწარმოში დაინერგა ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და განთავსების სისტემა. კომპანია ახდენს არასახიფათო ნარჩენების (პლასტიკის ნარჩენები, მუყაო, შავი ლითონი, ხის (მათ შორის, საძირეების)) რეალიზაციას სხვადასხვა მომხმარებელზე, შემდგომი რეციკლირების მიზნით. 

დაბრუნებადი პალეტების იდეის განხორციელების შედეგად, კომპანიამ 2022 წელს დაზოგა დაახლოებით 1 091 692 ლარი და მოჭრას/განადგურებას გადაარჩინა, სულ მცირე, 6050 ხე. 

მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკური საფენების სისტემის დანერგვით, რომელიც  2022 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, კომპანიამ  უკვე 196 671 ცალი მუყაოს საფენით ნაკლები მოიხმარა, დაზოგა 708 016 ლარი და მოჭრას/განადგურებას გადაარჩინა დამატებით 25 ხე. 

საპოხი ფუნჯების დაჭრის და სეპარირებული შეგროვების შედეგად, ამ სახიფათო ნარჩენის რაოდენობა წლიურად დაახლოებით 31 %-ით შემცირდება. 

ამრიგად, საწარმოში წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენების რაოდენობა 2022 წელს ჯამურად დაახლოებით 30 %-ით შემცირდა, ხოლო სახიფათო ნარჩენებისა – 31%-ით.