ეფეს საქართველო
2008 წლიდან გარემოს დაცვა „ეფეს საქართველოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანიაში მავნე ზემოქმედების შესამცირებლად და ეკომეგობრული პრაქტიკის დასანერგად არსებობს ადამიანური რესურსებიც და ფინანსებიც.
2012 წლიდან „ეფეს საქართველოში“ ამოქმედებულია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც წმენდს და ამუშავებს ჩამდინარე წყლებს მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში. საწყისი ინვესტიცია 6 მილიონ ლარამდე იყო, მიმდინარე წლიური ღირებულება კი 400 000 ლარამდეა.
კომპანიაში, ოფისსა თუ ქარხანაში, მუდმივად ტარდება ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგავი ღონისძიებები. კომპანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარებას ზოგავს. ყველა სატვირთო მანქანა შეცვლილია სატვირთო ელექტრომანქანებით.
კომპანიამ გააფორმა მემორანდუმი სოციალურ საწარმო „მწვანე საჩუქართან“. ოფისებში ე. წ. „მწვანე ყუთებში“ გროვდება ქაღალდის ნარჩენები.
2022 წელს „ეფეს საქართველომ“ Startup Bureau-თან და Impact Hub Tbilisi-თან ერთად დაიწყო მდგრადი მეწარმეობის პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას.