იზა გიგაური
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საქართველო
იზა გიგაურს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. დაამთავრა ნიდერლანდების ბიზნესის სკოლა, ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი გერმანიაში.
მიღებული აქვს საერთაშორისო ფონდების სტიპენდია: ლეინ კირკლანდის კვლევითი პროგრამა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა, ერასმუს მუნდუსის კვლევითი სტიპენდია, ნიდერლანდების სტიპენდიის პროგრამა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის სტიპენდია.
კითხულობს ლექციებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, არის ნაშრომების ხელმძღვანელი, ექსპერტი და ოპონენტი.
გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, არის 30-ზე მეტი მაღალრეიტინგული საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი და რეცენზენტი.
კვლევითი ინტერესები მოიცავს კორპორაციულ პასუხისმგებლობას და ბიზნესის ეთიკას, მდგრად განვითარებას, ორგანიზაციულ ქცევას, ლიდერობას, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, მეწარმეობასა და სოციალურ მეწარმეობას, მარკეტინგს.