ხათუნა იოსელიანი

ფონდი ღია საზოგადოება - ჩ, ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი 

ხათუნა იოსელიანი 2010 წლიდან არის ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) პროგრამის მენეჯერი. ფონდში 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლო კომპლექსურ პროგრამებს, რომლებიც აძლიერებს პატივისცემას მრავალფეროვნების მიმართ და ხელს უწყობს სოციალურ ერთიანობას. ფონდში მუშაობის დაწყებამდე ხათუნა იოსელიანი იყო სასწავლო სტიპენდიების პროგრამის, HESP/OSF, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მენეჯერი; პროექტების მართვის სპეციალისტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) საქართველოში და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეორე მდივანი. 

USAID-ში გატარებული 9 წლის მანძილზე ხათუნა იოსელიანი ხელმძღვანელობდა განათლებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს, უზრუნველყოფდა სხვადასხვა აქტორს შორის ალიანსების შექმნასა და ხელშეწყობას, სტრატეგიულ დაგეგმვას, კომუნიკაციებს, სხვადასხვა საქმიანობას, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგსა და პარტნიორობას. მას აქვს 7-წლიანი წარმატებული გამოცდილება ევროკავშირიდან ფინანსების მოზიდვის კუთხით. 2015-2017 წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხათუნა იოსელიანმა განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების უფლების დაცვის გაძლიერებას საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 2020 წლიდან იგი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ქალებისა და მამაკაცების შრომითი უნარების განვითარებასა და მათ დასაქმებას საქართველოს რეგიონებში საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდის გზით. ხათუნა იოსელიანი არის ნაშრომების თანაავტორი: USAID-ის „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის პროექტის (SEPPS) (2018) საბოლოო შესრულების შეფასება“ (2018), „ახალგაზრდების ხედვების კვლევა განათლების ხარისხის თაობაზე არასტაბილურ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ რეგიონში“ UNICEF CEE/CIS რეგიონული ოფისი (2010), და „დაწყებითი და საშუალო განათლება საქართველოში“ USAID (2003). 

ხათუნა იოსელიანს აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო პოლიტიკაში და კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯის (აშშ) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო განათლების პოლიტიკაში.