რაისა ლიპარტელიანი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე

საქართველო

რაისა ლიპარტელიანი დაიბადა 1983 წლის 26 აპრილს ქ. თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 ქართული გიმნაზია, 2005 წელს – ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მას  აქვს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის  18-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 16 წელი – უშუალოდ შრომის  უფლებების მიმართულებით.

2017 წლის სექტემბრიდან რაისა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა. 2008 წლიდან  ამავე ორგანიზაციის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2008-2009 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტის კოორდინატორად.

რაისას აქვს არაერთი საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციის (ქეა საერთაშორისო კავკასიაში, ამერიკის სოლიდარობის ცენტრი, UN Women, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ა.შ.) იურიდიული კონსულტანტად  და ექსპერტად მუშაობის გამოცდილება.

2018 წლის 1 თებერვლიდან რაისა ლიპარტელიანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.

2018-2020 წლებში იყო პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, ხოლო 2022 წლიდან ამავე ორგანიზაციის ქალთა კომიტეტის წევრია.

2017-2019 წლებში რაისა ლიპარტელიანი იყო  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  მე-5 სამუშაო ჯგუფის „სოციალური დიალოგი და შრომითი უფლებები“ კოორდინატორი, ამავე წლებში – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის მე-5 სამუშაო ჯგუფის „სოციალური და შრომითი პოლიტიკა, სოციალური დიალოგი“ კოორდინატორი. 2018 წლიდან არის ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრი (CSP), 2018 წლიდან – მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network), 2020 წლიდან – საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი, 2021 წლიდან კი ­– სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი  და სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის წევრი. 

რაისა ლიპარტელიანი არის     შრომის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები ტრენერის. ასევე – არაერთი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე.