ანა შუბითიძე

გაეროს საპროექტო სერვისების ოფისი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ეროვნული კოორდინატორი საქართველოში

საქართველო

ანა შუბითიძე გაეროს განვითარების პროგრამასთან 2009 წლიდან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე ის ხელმძღვანელობს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამას, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან საქმიანობს და მიზნად ისახავს თემზე დაფუძნებული ინოვაციური, ინკლუზიური და რეპლიკაციური ინიციატივების ხელშეწყობას, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და  ადგილობრივ დონეზე არსებული გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას.

სანამ გაეროს განვითარების პროგრამას შეუერთდებოდა, ანა მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონის ორგანიზაციებთან, როგორიცაა CARE Caucasus, IUCN, CNFA. ის პასუხისმგებელი იყოს პროექტების მართვაზე და ადმინისტრირებაზე როგორც გარემოსდაცვითი კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. მას ასევე აქვს ფონდების მოძიების გამოცდილება.

ანას აქვს ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი გარემოს მენეჯმენტში და არის ასევე საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი.