თიბისი ბანკი
კომპანია აქტიურად მუშაობს მწვანე ფინანსირების მუდმივ განვითარებაზე, რომ შექმნას მწვანე შესაძლებლობები ბიზნესისთვის - მოიზიდოს მწვანე მიზნობრიობის რესურსები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კერძო კომპანიების წახალისება, ფინანსური სარგებლის მიღება, ტექნიკური დახმარების გაწევა და საბოლოოდ, კლიენტების ბიზნესსაქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
2007 წლიდან მოყოლებული, „თიბისის“ სულ მოზიდული აქვს 700 მილიონი ლარის მწვანე/მდგრადი რესურსი.
2022 წლის განმავლობაში ჯამურად დაფინანსდა 35 მილიონი ლარის ღირებულების მწვანე/მდგრადი ბიზნესპროექტები.
„თიბისი“ აქტიურად მუშაობს მწვანე ფინანსირების ტექნიკურ განვითარებაზეც, რის ფარგლებშიც 2022 წელს კომპანიამ შეიმუშავა და დაამტკიცა მწვანე დაკრედიტების პროცედურა. გარდა ამისა, შეიმუშავა ინოვაციური, გამოთვლისა და ვალიდაციის ინსტრუმენტი, რომელიც სტანდარტული შემთხვევების დროს, ტექნიკური სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მოკლე ვადაში ადასტურებს სესხის მწვანე მიზნობრიობას და ითვლის სათბურის აირების დანაზოგებს.
2022 წლის განმავლობაში „თიბისის“ მიერ მოზიდული ფონდებით დაფინანსებული პროექტების სათბურის აირების დანაზოგი შეადგენს 8874.4 tco2/y.
„თიბისი“ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის პროექტების წამყვანი პარტნიორია და აქვს ყველაზე მსხვილი განახლებადი ენერგიის პროექტების (მდინარის ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე ჰესები) ბიზნესპორტფელი საქართველოში, რომელიც შეადგენს 610 მილიონ ლარს და წარმოადგენს ქვეყნის განახლებადი ენერგიის პროექტების ბაზრის 71%-ს. კომპანია ასევე აქტიურად არის ჩართული ენერგოეფექტური და რესურსეფექტური პროექტების დაფინანსებაში მათი საცალო და ბიზნესმომხმარებლებისთვის.