ლისი დეველოპმენტი
პროექტი მიზნად ისახავს შექმნას არა მხოლოდ თანამედროვე ცხოვრების სტილი და დახვეწილი არქიტექტურული კომპლექსი, არამედ სრულიად ახალი გარემო ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის იქ, სადაც არ იყო სიმწვანე და ინფრასტრუქტურა.
პროექტი შემუშავდა მდგრადობისა და მწვანე პრინციპების გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ია საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის გამოყოფილი, დანარჩენი 80% კი რეკრეაციული ზონებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა.
- მწვანე საფარის ზრდა
2022 წელს კომპანიამ ტერიტორიის გასამწვანებლად 5000-მდე ნარგავი შეიძინა. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება ყველა მომიჯნავე მეზობელს ერთმანეთისგან ყოფდეს მჭიდრო გადანაწილების კვიპაროსების მწვანე ღობე. მხოლოდ ამ ვალდებულების შესასრულებლად კომპანიამ 2022 წელს დამატებით 2500 ნერგი შეიძინა.
- ბიომრავალფეროვნების დაცვა/პროექტი „გუგულიანი საათი“
გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა 2022 წლის საახალწლო პერიოდში უარი ეთქვა კომერციული ხასიათის კამპანიაზე და სარეკლამო სააგენტო „მეტროს“ დახმარებით 2022 წელს შექმნა ვიდეორგოლი პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ. მწვანე ქალაქის ტერიტორია, წინა წლებისგან განსხვავებით, ახალ 2023 წელს პიროტექნიკის გარეშე შეხვდა.
- გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება
დღეისათვის ტერიტორიაზე განთავსებულია 10 ელდამტენი, რომლით სარგებლობაც უფასოა. გარდა ამისა, კომპანია ეტაპობრივად ანაცვლებს საწვავზე მომუშავე გაზონის საკრეჭი მანქანების რაოდენობას იმავე დანიშნულების ელექტრომანქანებით. ტერიტორიაზე ყველა განათება არის დიოდური, სადარბაზოებში კი დამონტაჟებულია მოძრაობის დეტექტორები. ვიზიტორებისთვის ტერიტორიაზე ექსკურსიის გასამართად კომპანია იყენებს გოლფის ელექტრომანქანას. შიდა დაცვის პერსონალი ტერიტორიაზე ელსკუტერებით/ჰავერბორდით პატრულირებს.