ევროსტილი

კომპანიის ზოგადი პოლიტიკაა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებში აქტიურად ჩართვა და ისეთი პროექტების შემუშავება, რომელიც სასარგებლო იქნება გარემოსა და ადამიანებისთვის. ამ მიზნებიდან გამომდინარე 2022 წელიდან დღემდე კომპანია აქტიურად ახორციელებს პროექტს - წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ. 

პროექტის განხორციელების საკმაოდ მარტივი ნაბიჯები აქვს და იგი მოიცავს ყველა დასაქმებულის ჩართულობას. კომპანია აგროვებს გამოყენებულ ქაღალდს რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ ცვლის წიგნებზე (დაგროვილი ქულების შესაბამისად) და რიგრიგობით ჩუქნის თანამშრომლებს.  ეს უმნიშვნელო აქტივობა არის პატარა წვლილი უზარმაზარი მნიშვნელობის საქმეში, რომელსაც ქაღალდის წარმოების შემცირება და რესურსების მეორადი გამოყენება ჰქვია.   

ამ პროექტით  საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ დასაქმებულები და გუნდურობის ხარისხიც უფრო გაუმჯობესდა. თანამშრომლები სულმოუთქმელად ელოდებიან  საკუთარ რიგს და აინტერესებთ რომელი წიგნი შეხვდებათ. ეს პროცესი ერთგვარ ,,სასარგებლო ლატარიად“ იქცა. 

კომპანია თავისთავად უზრუნველყოფდა ნარჩენების შესაბამისად გატანას, თუმცა პროექტმა ნარჩენების სასარგებლო თვისებები წარმოაჩინა და შესაძლებელი გახადა იგი დადებითი მიზნისკენ წარმართულიყო. ოფისში დასაქმებულთა 98%-მა წიგნები უკვე მიიღო და ახლა აქტივობის ახალი ციკლის დაწყებას ელოდებიან.