ისთ ფოინთი
2020 წელს „ისთ ფოინთის“ ჩატარებული მოკვლევით გაირკვა, რომ საქართველოში არ არსებობდა ბატარეების ჩამბარებელი არცერთი პუნქტი, რომელიც გამოუსადეგარი, ვადაგასული ბატარეების ჩაბარების და მათი ბუნებრივ გარემოში მოხვედრის პრევენციის საშუალებას მისცემდა მოქალაქეებს. ამიტომ კომპანიამ დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია და წაახალისოს მათი გარემოსდაცვითი ჩვევების გამომუშავება.
პროექტის ფარგლებში „ისთ ფოინთის“ ცენტრალურ შენობაში 2020 წლიდან დღემდე განთავსებულია საქართველოში პირველი ელ. ბატარეების შემგროვებელი პუნქტი. ყველა ადამიანს აქვს საშუალება მინიმალური ძალისხმევით წვლილი შეიტანოს გარემოზე ზრუნვაში, გააცნობიეროს ყოველდღიური მოხმარების ნივთების მავნე ზეგავლენა გარემოზე და ხელი შეუწყოს მათ უსაფრთხო გადამუშავებას.
2022 წლისთვის „ისთ ფოინთმა“, უფლებამოსილ კომპანია შპს „ჯისიელთან“ ერთად, შეძლო 300 კგ-მდე გამოუსადეგარი ელ.ბატარეების შეგროვება და გაგზავნა უსაფრთხო გადამუშავებისთვის.
„ისთ ფოინთის“ პროექტი მუდმივია და ჩამბარებელი პუნქტიც ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. კომპანიაში ფიქრობენ, რომ გარემოზე ზრუნვას „პეპლის ეფექტი“ აქვს – ერთი შეხედვით, სულ მცირე აქტივობას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია გარემოსთვის და, შესაბამისად, ადამიანებისთვის.