ალტერვეისტი
პროექტის დაწყებისას საქართველოში არ არსებობდა ნარჩენი ზეთების სტანდარტების მიხედვით გადამამუშავებელი საწარმო და არც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში მხოლოდ 2023 წლის 1 იანვარს შევიდა). კომპანიის მენეჯმენტმა მოლაპარაკებები აწარმოება ამ მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ გიგანტთან – MOTOROIL HELLAS-თან და მის შვილობილ კომპანია L.P.C S.A- სთან (Corporation of Processing and Trading of Lubricants and Petrolium products.) და დაიწყო მეორეული მინერალური ზეთების შეგროვება და ბაზელის კონვენციის ფარგლებში საბერძნეთში ექსპორტი. ამ პროცესების პარალელურად მიმდინარეობდა ე.წ. „ქოლცენტრის“ დაფუძნება, პოტენციური პარტნიორების ბაზის აწყობა და მათთან კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება.
2022 წლის მანძილზე „ალტერვეისტის“ გუნდმა შეძლო 1 000 000 ლიტრი მეორეული მინერალური ზეთის შეგროვება და რეგენერაცია, მუდმივად დასაქმდა 10 თანამშრომელი, როგორც „ქოლცენტრის“ ოპერატორები, ისე ლოჯისტიკის მენეჯერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნედლეულის შეგროვების პროცესში.
2023 წლის იანვრის დასაწყისში შპს „ალტერვეისტმა“ ქ. რუსთავში მდებარე მეორეული ზეთების გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა. ამის შედეგად თვეში 150 ტონა ზეთის დამუშავება და რეგენერაცია იქნება შესაძლებელი, რაც წლის განმავლობაში 1800 ტონა ნარჩენის რეციკლირებას ნიშნავს, დასაქმდება 100-მდე ადამიანი, მთლიანად გაქრება მავნე პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ნარჩენების მართვასთან, შემცირდება იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი სალდო, ბიძგი მიეცემა ადგილობრივი წარმოების განვითარებას.