უსული

მოდის ინდუსტრია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ნარჩენის მწარმოებელი. ამ ნარჩენების დაშლას კი ან ძალიან დიდი დრო სჭირდება, ან საერთოდ არ იხრწნება. 

პროექტი მიზნად ისახავს მოდის ინდუსტრიაში არსებული ნარჩენებისგან შეიქმნას ლამაზი, „ტრენდული“ ფეხსაცმელი და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მდგრადი მოდაც შეიძლება იყოს თანამედროვე, ინოვაციური და მოხდენილი, რომელიც ყველა ტიპის ღონისძიებას მოუხდება. 

ამ მიზნით კომპანია აგროვებს ადგილობრივი დიზაინერებისგან მორჩენილ მასალას, ასევე მოსახლეობისგან იბარებს ძველ ვინტაჟურ ქსოვილებს. პერიოდულად, სოციალური ქსელების მეშვეობით, ტარდება ნარჩენების ჩაბარების კამპანია. 

საბოლოო პროდუქტის მიღების და რეალიზაციის შემდეგ მომხმარებელი ნაწარმთან ერთად იღებს ლამაზად შეფუთულ (ასევე მეორადი ქსოვილისგან შეკერილ ქისაში მოთავსებულ) პროდუქტს, რომელსაც მოჰყვება საინფორმაციო „თეგი“, რომელზეც აღნიშნულია რას იძენს მყიდველი, რა პროცესში ერთვება პროდუქციის შეძენით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. 

2020 წლიდან ნაგავსაყრელისთვის გამზადებულ მრავალმა მასალამ ახალი სიცოცხლე მიენიჭა. კომპანიამ დაახლოებით 1000 მ. ქსოვილი და 300 მ. ტყავი გამოიყენა, რაც დაახლოებით 2000 წყვილი ფეხსაცმელია. 

სამომავლოდ კომპანიას უნდა მეორადი საბურავებისგან აწარმოოს ფეხსაცმლის ძირები, რათა არ გახდეს საჭირო ახალი ძირების შეძენა და ახალი მასალის გამოყენება.

კომპანიის მიზანია საზოგადოებას აჩვენოს უკვე არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა.