ვეონი – საქართველო
პროცესში გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის ივლისში, „ვეონ – საქართველომ“ დაიწყო ერთწლიანი პროგრამის განხორციელება, რომლის
ფარგლებშიც გადაიხედა და განახლდა კომპანიაში არსებული ქცევის კოდექსი; კერძოდ, შემუშავდა და დაინერგა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკა, ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობის კოდექსი, ინტერესთა კონფლიქტის, პრობლემების შეტყობინების, შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის არდაშვების პოლიტიკა და მრავალი სხვა.
ხელმძღვანელობამ პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერასა და კონტროლზე პირადი პასუხისმგებლობა აიღო. HR დეპარტამენტმა მოამზადა სახელმძღვანელოები და დაგეგმა მრავალი აქტივობა, რომელიც დაეხმარა თანამშრომლებს გაეთავისებინათ და გამოეყენებინათ ქცევის კოდექსი ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები, ონლაინმეცადინეობები, კონკურსები, დაწესდა შიდა პრემიები.
განახლებული პოლიტიკის დახმარებით შესაძლებელი გახდა ბიზნესის წარმოებისადმი ეთიკური დამოკიდებულების მიღწევა არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის გარეთაც, არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან და კლიენტებთან. კომპანია დარწმუნებულია, რომ განხორციელებული პროგრამის შედეგად მისი რესურსები გამოიყენება მიზნობრივად, ყველა მომწოდებელს ენიჭება თანაბარი შესაძლებლობები, გამორიცხულია დისკრიმინაცია და ნეპოტიზმი, ხოლო თანამშრომლებისთვის შექმნილია გამჭვირვალე და სამართლიანი სამუშაო გარემო.