ემბისი

სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის თანახმად, 2018-2019 წლებში კომპანიამ შესთავაზა სხვადასხვა ტიპის pro bono მომსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, პატარა ქალაქებში, დასახლებებსა და სოფლებში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, შშმ პირების და ქალთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მოწყვლად და სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლებს, სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს. კერძოდ, pro bono ქსელის ფარგლებში `ემბისიმ~ წარმატებით ითანამშრომლა მუსთერაპიის ცენტრთან, ასოციაცია „ანიკასთან“, სოციალურ საწარმო „პოტერიასთან“, სათემო ორგანიზაციასთან „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის“; განხორციელდა ერთობლივი პროექტები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან, ორგანიზაციასთან Action Against Hunger, ფონდ „ტასოსთან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, სათნოების სახლ „კათარზისთან“.

2018 წლიდან “ემბისის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება სოციალური პროექტი „ფინანსური მრჩეველი“, რომლის მიზანია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ფინანსური განათლების დონის ამაღლება და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უფასო კონსულტაციებითა და ტრენინგებით ამ დროისთვის 300-მდე ადამიანმა ისარგებლა.