თიბისი ბანკი
ბანკის ინიციატივას, ჩაენაცვლებინა საახალწლო საჩუქარი ნიჭიერი ბავშვის დაფინანსებით, ყველა კლიენტი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.
სტიპენდიატთა შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი მაღალი მოსწრება რომ არ ყოფილიყო, თიბისიმ მიმართა იმ სპეციალისტებისა და ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც იცნობენ ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი რეკომენდაციით, საერთო ჯამში, შეირჩა 200 სტიპენდიატი, აქედან ნახევარზე მეტი – რეგიონებიდან. 2019 წლის იანვრიდან ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ სტიპენდია; ამავდროულად, ბანკი სთავაზობს მათ ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს – ფინანსური და სამოქალაქო განათლების კლასებს, ექსკურსიებსა და ლექციებს, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას და სხვა.
ბანკი ცდილობს რაც შეიძლება მეტ ბავშვზე გადაიღოს ვიდეო და გააცნოს ისინი საზოგადოებას; უკვე გადაღებულია 15 ვიდეო, რომლებიც სოციალურ ქსელში 8,000,000 ადამიანმა ნახა.