ნუტრიმაქსი
კომპანია „ნუტრიმაქსმა“ გადაწყვიტა „ფერმერთა სკოლის“ შექმნა, რომელიც მიაწვდიდა ხარისხიან ცოდნას ფერმერული მეურნეობით დაინტერესებულ პირებს და ამავდროულად დარგის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. კომპანიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს უნიკალური, 2 სხვადასხვა მიმართულების შემცველი, სოფლის მეურნეობის მოთხოვნებსა და თანამედროვე ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსი.
პროექტი თბილისში 2019 წლის ივლის-აგვისტოში განხორციელდა. სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო 15-მა მსმენელმა – არსებულმა და პოტენციურმა ფერმერებმა, ბიზნესიდეის განვითარებით დაინტერესებულმა ადამიანებმა. მათ შეისწავლეს ფრინველებისა და ცხოველების ეფექტური მოვლის და გამოზრდის სტანდარტები; ფერმერული მეურნეობის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები; სანიტარიული და ბიოუსაფრთხოების სისტემების მოწყობა და მართვა. ფერმებში ვიზიტებით მსმენელებმა პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს.
კურსის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იგეგმება მისი გაგრძელება (მათ შორის რეგიონებშიც) და თემატიკის გაფართოება. „ფერმერთა სკოლა“ პირველი უფასო და ინოვაციური სასწავლო კურსია, რომელიც ორიენტირებულია ფერმერული მეურნეობის დარგის განვითარებაზე.