"ფეა თრიიზ“
ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, რეგიონში ბავშთა სტომატოლოგის არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბით, რის გამოც სტომატოლოგია მათი პრიორიტეტების ჩამონათვალის ბოლოშია.
2016 წელს „ფეა თრიიზმა“ ამბროლაურის საჯარო სკოლის შენობაში გახსნა ევროპული სტანდარტების ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც კვირაში 5 დღე სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება ამბროლაურის 2-დან 18 წლამდე ასაკის 1500-მდე ბავშვსა და მოზარდს. კლინიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ მკურნალობით და ხშირად უტარებს ბავშვებსა და მათ მშობლებს პირის ღრუს ჰიგიენის გაკვეთილებს.
ბოლოდროინდელი კვლევის შედეგად, ბავშვების პირის ღრუს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსახლეობაში ამაღლდა პირის ღრუს ჰიგიენის კულტურა და დაიმსხვრა სტომატოლოგის, როგორც ყველაზე საშიში ექიმის, სტერეოტიპი.
კლინიკა ყოველდღიურად ვითარდება; 15 დეკემბრიდან უკვე ონის მუნიციპალიტეტის ბავშვებიც შეძლებენ უფასო მომსახურების მიღებას. პროექტი უვადოა და გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია „ფეა თრიიზი“ იარსებებს.