ჰაიდელბერგცემენტი
"თბილისიმარათონის" მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გერმანიის საელჩო თბილისში.
2019 წელს `თბილისიმარათონში~ 2700-მდე ზრდასრულმა მონაწილემ, ხოლო ბავშვთა გარბენში 500-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა; მარათონში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთიდან ჩამოვიდა 55 ქვეყნის 500 წარმომადგენელი. `თბილისიმარათონის~ ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომელთა რაოდენობამ წელს 150-ს მიაღწია.
“ჰაიდელბერგცემენტი” ყოველწლიურად ირჩევს ბენეფიციარს და მას გადასცემს `თბილისიმარათონის~ რეგისტრაციიდან შემოსული და კომპანიის მიერ გაორმაგებულ თანხას; ამგვარად, მარათონის ყველა მონაწილე და მხარდამჭერი ქველმოქმედებაში ერთვება. 2018 წლის ბენეფიციარს, ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯს“, ჯამში 78,280 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა, რაც `თბილისიმარათონის~ ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
“თბილისიმარათონი” სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებს, ხოლო მონაწილე ორგანიზაციების თანამშრომლებს – გუნდური სულისკვეთების გაძლიერების. ღონისძიებაზე უცხოელი სტუმრების მოზიდვით `თბილისიმარათონს~ ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს და ხელს უწყობს საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.