შპს “ბიდიო“

ამ მიმართულებებით, კომპანია, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობს საგანმანათლებლო ფონდთან Educare Georgia და „საქართველოს ამერიკელი მეგობრები ინკ-ის“ წარმომადგენლობასთან საქართველოში.

ერთი მხრივ, „ბიდიო“ 2013 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“. კომპანია მუდმივად ეხმარება ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ზრუნველობამოკლებული ბავშვები, შშმ მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. პროექტის მიზანია თავშესაფარში მცხოვრები პირებისთვის კარგი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათი უზრუნველყოფა საკვებითა და ტანსაცმლით, ასევე მათი დასაქმების ხელშეწყობა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2018-2019 წლებში „ბიდიომ“მნიშვნელოვანი ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა გაუწია ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენის პროექტს – ახალი შენობისთვის სველი წერტილების ინვენტარის და საცხოვრებელი სივრცის ავეჯის ნაწილის შესაძენად. აღდგენილ შენობაში შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება.

მეორე მხრივ, „ბიდიო“ ასევე თანამშრომლობს Educare Georgia-სთან, რომელიც ახორციელებს პროექტს „ჩართე“. ეს არის ქართული ინოვაციური „კრაუდფანდინგის“ (Crowdfunding) პლატფორმა, რომლის მიზანია კერძო დონორების დახმარებით სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს გადაეცეთ კომპიუტერები და ინტერნეტის ბარათები.

„ბიდიოს“ მხარდაჭერით ქრომბუქები გადაეცა 17 მოსწავლეს გორსა და პანკისის ხეობაში. პროექტი გრძელდება და წლის ბოლოს წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები შეიცვლება.