ემბისი
კომპანია CSR-პროგრამებს ახორციელებს განათლების, გარემოს დაცვის, თანამშრომელთა კეთილდღეობისა და სოციალური მიმართულებებით. განათლების სფეროში ემბისი უძღვება პროექტს `ფინანსური მრჩეველი~, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში სწორი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. დამატებით, თამთა და კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ატარებენ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და pro bono კონსულტაციებს.
კომპანია აქტიურად მონაწილეობს სოციალურ და გარემოსდაცვით კამპანიებში და ხელს უწყობს თანამშრომლების აქტიურ ჩართულობას. ემბისი შეუერთდა ისეთ კამპანიებს, როგორებიცაა #წინდამინდა, #აჩუქეწიგნი, “გარემოსგულისთვის”, Wings for Life World Run. ემბისი მუდმივად ახდენს თანამშრომლების წახალისებას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით. კომპანია აგროვებს და ამუშავებს ქაღალდს, თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ დღეებს.
სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით კომპანია თანამშრომლობს “კათარზისთან” და იაშვილის კლინიკასთან. ამ უკანასკნელში ემბისი აფინანსებს `ჯამბაზების თერაპიას~, რომელიც დადებით სამკურნალო ეფექტს ახდენს როგორც ბავშვებზე, ისე მათ მშობლებზე.
თამთა რეგულარულად ატარებს ტრენინგებს თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილზე ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. მისი ინიციატივით შეიქმნა ონლაინპლატფორმა `თანამშრომლის ხმა~, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს ტოპმენეჯმენტთან სრულიად ანონიმურად შეუძლია ნებისმიერი გადაცდომის/შემთხვევის დაფიქსირება ან, უბრალოდ, იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება.