ხშირად დასმული კითხვები და დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის

ყველა პოტენციურ განმცხადებელს მიეცემა საშუალება მიმართოს წერილობითი შეკითხვებით კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტს. შეკითხვები უნდა გაიგზავნოს განცხადების წარდგენის ბოლო ვადამდე, ელექტრონული წერილის სახით, შემდეგ მისამართზე: csrawards@meliora.ge (გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ - შეკითხვა). ხშირად დასმული კითხვები და შესაბამისი პასუხები გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე (www.meliora.ge), ხშირად დასმული კითხვების / FAQ კატეგორიაში.
ყველა დაინტერესებული მხარისთვის პროექტის ორგანიზატორები გამართავენ კონსულტაციებს განაცხადის წარდგენის პროცესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. საკონსულტაციო დღეები და კონსულტაციის ადგილი გამოცხადდება კონკურსის ვებგვერდზე.