ტომას სერკოვიჩი

აღმასრულებელი დირექტორი, ირლანდიის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელი „ბიზნესი საზოგადოებაში “ (BITC Ireland), ირლანდია

ტომას სერკოვიჩი 2018 წელს დაინიშნა ირლანდიის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის „ბიზნესი საზოგადოებაში“ (Business in the Community Ireland) დირექტორად. მანამდე იგი მუშაობდა ესპანეთის მდგრადობის უმსხვილეს ქსელთან, Forética-სთან საგარეო საქმეთა დირექტორად, სადაც მან განავითარა ორგანიზაციის საერთაშორისო პროფილი და მისი რეპუტაცია. 2002-2012 წლებში მას რამდენიმე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ირლანდიის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელში BITC Ireland, მათ შორის საზოგადოების წევრთა სერვისების გუნდის მენეჯერისა.

ტომასი არის ახალგაზრდა სოციალური ინოვატორების საბჭოს (Board of Young Social Innovators) და ირლანდიის სოციალური ჩართულობის შესაძლებლობების ასოციაციის (IASIO) წევრი. მას ხშირად იწვევენ მდგრადობისა და ESG-ის სხვადასხვა კონკურსში ჟიურის წევრად, აგრეთვე მომხსენებლად კონფერენციებზე.

ტომასს აქვს არგენტინის ბელგრანოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში  და იტალიის ბოლონიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო მენეჯმენტში. მას ასევე აქვს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (DIT) სერთიფიკატი მენეჯმენტში.