მენდი ფერტეტიკსი

„Alternate Consulting“-ის მმართველი დირექტორი, უნგრეთი

მენდი ფერტეტიკს აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლობის სფეროში, როგორც კონსულტანტსა და ექსპერტს. ის კონსულტირებას უწევს სხვადასხვა ინდუსტრიების (ფინანსური, ფარმაცევტული, ქიმიკატები, ავტომობილები და ა.შ.) კომპანიებს, როგორც მსხვილს, ისე მცირეს, მრავალწლიანი ისტორიის მქონე თუ ახლადდაარსებულ კომპანიებს.

მენდის აქვს აგერთვე გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში  (Knorr-Bremse Group, Kongsberg Automotive)  მდგრადი შესყიდვების ექსპერტად მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება; ოთხი წლის განმავლობაში კი ის იყო კორპორაციული საკითხებისა და მდგრადობის მენეჯერი SABMiller-ის შვილობილ კომპანიაში Dreher Breweries.

სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება მენდის შესაძლებლობას აძლევს გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული მხარის პერსპექტივა კომპანიების სტრატეგიის შემუშავებისას. როგორც უნგრეთის მდგრადი გ ანვითარების ბიზნეს საბჭოს კორპორაციული პროგრამების ხელმძღვანელი, იგი მუშაობდა უნგრეთის ყველაზე გავლენიან კომპანიებთან Action2020 პროგრამაზე და განავითარა „მომავალი ლიდერების“ ტრენინგის პროგრამა. მას უმუშავია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან: გარემოს დაცვის საკითხებზე - KÖVET ასოციაციასთან, გენდერული თანასწორობისა და ოჯახთამ თავსებადი სამუშაო ადგილის განვითარებაზე - „Well-Being Foundation“-თან, კორპორაციულ კეთილდღეობის პროგრამებზე „Blue Point“-ის დამოკიდებულების ცენტრთან და მდგრადი ქცევის შესახებ - „Conscious Consumer Association“-თან.

მენდი დაინტერესებულია სოციალური მეწარმეობით, შესაბამისად იგი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი „Fruit of Care“-ში. ასევე, მონაწილეობას იღებს MBA საგანმანათლებლო პროგრამებში ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში. ამჟამად ასევე არის ერთ-ერთი მთავარი ტრენერი მდგრადობის მენეჯერის სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსისა. რომელსაც ატარებს „Green Brands Hungary“.

მისი სპეციალობის სფეროებია მდგრადობა და ESG ანაგარიშგება, არსებითობის ანალიზი, ESG რეიტინგები, მდგრადობის/პასუხისმგებლობის სტრატეგიები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, მდგრადი შესყიდვები და მომწოდებლების ჩართულობა. მენდი ასევე დაინტერესებულია დადებითი სოციალური ზეგავლენის მქონე ბიზნეს მოდელების შემუშავებით.

მენდის ასევე აქვს სხვადასხვა კვლევების, ტრენინგების ჩატარების გამოცდილება და არის ტრანსფორმაციული გუნდის სერტიფიცირებული ქოუჩი, ასევე მხარს უჭერს ინდივიდუალური თვითშემეცნების ამაღლებას.