ლოიქ ვან ქუთსემი

Impact Transfer - ინიციატივის და თანამეგობრობის პროგრამის დირექტორი, სოცმეწარმეთა მხარდამჭერი გლობალური ქსელი „აშოკა“ /Ashoka Cutsem & Partners-ის დამფუძნებელი ავსტრია, ბელგია

ლოიქ ვან ქუთსემმა დაამთავრა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია) და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით.

ლოიქმა კარიერა დაიწყო ფინანსებისა და მარკეტინგის მიმართულებით ტელეკომუნიკაციების სფეროში. მალევე, მიღებული ბიზნეს განათლებისა და სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენის მიმართ ინტერესის ურთიერთშეთავსების ძლიერი სურვილის გამო, მსხვილი ბელგიური სატელეკომუნიკაციო კომპანიის მდგრადი განვითარების/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დირექტორად განაგრძო მუშაობა.

ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ლოიქმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად აქცია, განახორციელა ბიზნესის ზრდასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი ინიციატივა და მრავალი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. ასევე ლოიქი იყო ბელგიური CSR-ქსელის მრჩეველი და CSR Europe-ის წევრი. 

სოციალური მეწარმეობითა და ინოვაციებით დაინტერესების შემდეგ ლოიქ ქუთსემმა მონაწილეობა მიიღო სოციალურ საწარმოთა აქსელერატორის დაფუძნებაში, რომელიც წარმოადგენდა „ოქსიგენის“ (Oksigen) სახელით ცნობილი, სოცმეწარმეობის მხარდამჭერი მსხვილი ეკოსისტემის ნაწილს.

„ოქსიგენის“ მართვის პარალელურად ლოიქი ქოუჩინგსა და კონსულტაციებს უწევდა პასუხისმგებელი საქმიანობის წარმოებითა და ზეგავლენის გაძლიერებით დაინტერესებულ უამრავ სოციალურ საწარმოს.

ბოლო რამდენიმე წელია ლოიქ ქუთსემი ძირითადად სოცმეწარმეთა მხარდამჭერ, უმსხვილეს გლობალურ ქსელ Ashoka-ში მუშაობს და Impact Transfer-ის ინიციატივის ფარგლებში ხელს უწყობს აპრობირებული სოციალური ინოვაციების ახალ რეგიონებში გადაცემას/გავრცელებას.

როგორც მდგრადი განვითარებისა და სოციალური ინოვაციების მიმართულებით დამოუკიდებელი კონსულტანტი და ტრენერი, ლოიქი აქტიურად ეხმარება ორგაზნიაციებს გახდნენ უფრო მდგრადები და ჰქონდეთ უფრო მეტი დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენა. ამასთანავე ის არის ევროკომისიის სოცმეწარმეობის ექსპერტთა ჯგუფის (GECES) კერძო ექსპერტი.

ლოიქ ქუთსემი არის რამდენიმე სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი და გამგეობის აქტიური წევრი.