აგნეზე ალკსნე-ბენსონე

CSR Latvia, გამგეობის თავმჯდომარე, ლატვია


აგნეზე ალკსნე-ბენსონე, არასამთავრობო ორგანიზაციის „CSR ლატვია“ (ლატვიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა) და საკონსულტაციო კომპანიის „Sustainability Partners“ დამფუძნებელია. იგი 14 წელზე მეტია მუშაობს მდგრადობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. აგნეზე იყო ბალტიის მდგრადობის კონკურსის (Baltic Sustainability Awards
) გავლენის (category IMPACT) კატეგორიის ჟიურის ხელმძღვანელი 2022 წელს და „CSR უკრაინის“ CSR პროექტების კონკურსის ჟიურის წევრი 2018 წლიდან. აგნეზემ 10 წლის წინ დააარსა ლატვიის კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „CSR ლატვია“, ასევე, 2018 წელს დააფუძნა პროგრამა - „პასუხისმგებელი ბიზნეს ელჩები", რომელმაც ხელი შეუწყო მდგრადობის 70-ზე მეტი ინიციატივის განხორციელებას. მათგან რამდენიმემ საფუძველი დაუდო  ბიზნესის განვითარების ახალ მიმართულებებს  და ეროვნული დონის ინიციატივებს პასუხისმგებელი ბიზნესისთვის. ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციასთან, KPMG Baltic-თან, CSR ლატვიასთან და სხვა ორგანიზაციებთან. თანამშრომლობით  აგნეზემ 1000-ზე მეტ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელს გააცნო მდგრადობის თემები, ასევე, შეიმუშავა მეთოდოლოგიები კომპანიების მდგრადობის სტრატეგიების, მიზნების შეფასების, ანგარიშგების და მიწოდების ჯაჭვის შეფასებისათვის. აგნეზე ალკსნე-ბენსონემ შეიძინა საერთაშორისო გამოცდილება აშშ-ს ნიუ ორლეანის ბიზნეს ალიანსში, ლატვიის საერთაშორისო გამჭვირვალობის საერთაშორისო გუნდში მუშაობით, ასევე BM Certification-ის ფარგლებში რეგიონში (ბალტიისპირა, ფინეთი, უკრაინა და ცენტრალურ და აღმოსავლურ ევროპის სხვა ქვეყნებში) სერტიფიცირებული ბიზნესის განვითარებით. იგი დარწმუნებულია, რომ ბალანსის შენარჩუნება, ერთი მხრივ, მოგებასა და, მეორე მხრივ, გარემოსა და სოციალურ საკითხებს შორის ბიზნესისთვის არის გამოწვევა, რომელსაც ყველას შეუძლია გაუმკლავდეს.

საბჭოს წევრის პოზიციები: „დელნას“ გამჭვირვალობის ინიციატივის საბჭოს წევრი (საერთაშორისო გამჭვირვალობა ლატვია);  ლატვიის პლატფორმა „თანამშრომლობა განვითარებისთვის“ - საბჭოს წევრი 2021 წლიდან.

ჯილდოები: ლატვიის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალთა ასოციაცია - „ოქროს ღილაკის“ გამარჯვებული (2016); აშშ-ს მთავრობის სტიპენდია „სათემო გადაწყვეტილებების პროგრამა“ (2017).