მარტინა კოლესაროვა

ფონდი პონტისი ბრატისლავაში ყველაზე მსხვილი გრანტების გამცემი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია პოზიტიური ცვლილებების მიღწევა განათლების, ინკლუზიურობის, გამჭირვალობის, თემის განვითარების, მრავალფეროვნების, კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მიმართულებით. მარტინა კოლესაროვა ოთხი წელია პონტისში მუშაობს, იგი პასუხისმგებელი იყო ქვეყანაში პრო ბონო ეკოსისტემისა და სოციალური ინოვაციების განვითარებაზე, ასევე ხელმძღვანელობდა ფონდების მოძიების მიმართულებას.

შემდეგ მარტინა გახდა პროგრამის დირექტორი და ხელმძღვანელობდა განათლების, სოციალური ინკლუზიისა და სტრატეგიული ფილანტროპიის მიმართულებებს. 2019 წლის სექტემბერში კი იგი გახდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და პასუხისმგებელია ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებაზე. მუშაობს სტრატეგიულ დონორებთან და სპეციალიზდება სტრატეგიულ ფილანტროპიასა და სოციალური ცვლილებების ახალ მოდელებზე.

„პონტისში“ მუშაობის დაწყებამდე მარტინა მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პასუხისმგებელი იყო განახლებადი რესურსების პროექტების დაგეგმვასა და მონიტორინგზე; მისი სამუშაო მოიცავდა აგრეთვე ღნიშნული პროექტების შესახებ  კომუნიკაციას სახელმწიფო ორგანოებთან და მედიასთან.

მარტინა ასევე მუშაობდა თელავივში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონსულტანტად და ვაშინგტონში Ashoka Foundation-ის მოხალისედ.