კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე

ჯილდო ეთიკური და სამართლიანი ბიზნესსაქმიანობისთვის, მომხმარებლების, მომწოდებლებისა და სხვა პარტნიორების მიმართ პატიოსანი,  კეთილსინდისიერი  და პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულებისთვის

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული  პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული  მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც არის კომპანიის საქმიანობა ბაზარზე გახდეს უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და ინკლუზიური. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროექტი ან ინიციატივა, მიმართული მომხმარებლებთან  კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, მათი უფლებების დაცვაზე; ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ან ეთიკური საქმიანობის კოდექსის შემოღებაზე; ინოვაციური პროდუქციის და მომსახურების შემუშავებაზე სპეციალური საჭიროების ადამიანებისათვის; მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე; პარტნიორებთან და/ან კონკურენტებთან თანამშრომლობაზე; მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.

თემები ამ კატეგორიაში: 

  • ეთიკური ბიზნესის წარმოება და ეთიკის პრინციპების დანერგვა კომპანიის შიგნით და გარეთ
  • მომხმარებელთა მიმართ პასუხისმგებლობის ინიციატივები
  • მომხმარებელთა, მომწოდებელთა, პარტნიორთა პირადი მონაცემების დაცვის ინიციატივები
  • ინოვაციური პროდუქცია და მომსახურება სპეციალური საჭიროების მქონე მომხმარებლებისათვის
  • საბაზრო სივრცეში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივები
  • ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებისა და გაძლიერების ინიციატივები
  • სხვა: თუ თქვენი პროექტი არ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ არც ერთ თემას, შეგიძლიათ თავად დაამატოთ შესაბამისი თემა.

იხილეთ:

განაცხადის ფორმაშეფასების სახელმძღვანელო