მწვანე ინიციატივა

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

ნომინაციის აღწერა: ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული გარემოსდაცვითი პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც არის გარემოზე კომპანიის მავნე ზემოქმედების შემცირება, ბიზნესპროცესების გარდაქმნის მეშვეობით ჩვენი პლანეტის სიჯანსაღის შენარჩუნება, ბუნებრივი გარემოს დაცვა და რეაბილიტაცია, ასევე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამიზნე ჯგუფებში გარემოს დამზოგავი ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

თემები ამ კატეგორიაში: 

  • ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით მოხმარება
  • ენერგომენეჯმენტი
  • გარემოს დაბინძურების შემცირება
  • ტრანსპორტირებით გარემოზე მოხდენილი ზეგავლენის შემცირება
  • ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა
  • ნარჩენების მართვა
  • პროდუქციის მწვანე დიზაინი
  • გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოს დამზოგავი ქცევის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  • მდგრადი, გარემოს დამზოგავი სოფლის მეურნეობა
  • მწვანე ოფისი
  • სხვა: თუ თქვენი პროექტი არ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ არც ერთ თემას, შეგიძლიათ თავად დაამატოთ შესაბამისი თემა. 

იხილეთ:

განაცხადის ფორმა; შეფასების სახელმძღვანელო