განაცხადების მიღება დასრულდა

Meliora 2020-ის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია. 

დიდი მადლობა ყველა კომპანიას, ვინც კონკურსში განაცხადი გამოგზავნა. კონკურსის 4 კატეგორიაში 62 განაცხადი შემოვიდა!

კონკურსში Meliora  2020 მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც CSR ინიციატივები თუ პროექტები პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განახორციელეს. კონკურსი ღია იყო როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის.

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის,  თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით. ინვესტირებული თანხების ოდენობა არ იქნება შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმი.

კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე  მესამედ ატარებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora. კონკურსი ტარდება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. 

Meliora 2020-ის სპონსორია მოორ ეიბისი.