Moore abc - Meliora 2022-ის სპონსორია

კომპანია Moore abc "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022"-ის სპონსორია.

აუდიტორული კომპანია 'Moore' წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ქვეყანაში, რომელიც 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეოთხედ ატარებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora. კონკურსი ტარდება „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. 

კონკურსში განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო დაჯილდოვების ღონისძიება 2023 წლის ზაფხულში გაიმართება.