საქართველოს საბანკო ასოციაცია Meliora 2022-ის მხარდამჭერია

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora' ახალი მხარდამჭერი 'საქართველოს საბანკო ასოციაცია' შემოუერთდა.
 
'საქართველოს საბანკო ასოციაციასა' და 'საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს' შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებისათვის ითანამშრომლებენ. 
 
შეგახსენებთ, რომ კონკურს Meliora-ში განაცხადების წარდგენა 10 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი.