Meliora-სა და საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) შორის პარტნიორობა გაფორმდა

‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora’ და საუკეთესო წლიური ანგარიშის დაგამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)  შორის პარტნიორობა გაფორმდა. 

ანგარიშგების და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA) ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora’-ს კატეგორიის: „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე“ მხარდამჭერი იქნება, ხოლო Meliora, თავის მხრივ _BARTA-ს „საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის“ კატეგორიის მხარდამჭერი.

პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიებს, რომლებიც განაცხადს შეიტანენ BARTA-ს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა  Meliora-ს ყოველწლიურ მასტერკლასს დაესწრონ. Meliora-ს მასტერკლასი წინ უძღვის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას და ჩვეულებრივ, განკუთვნილია კონკურსის მონაწილე კომპანიებისათვის. მასტერკლასს უძღვებიან კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრები, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფეროში წამყვანი და გამორჩეული ექსპერტები არიან. ისინი მონაწილეებს უზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას იმაზე, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესი და როგორ შეიძლება პასუხისმგებელი მიდგომების გამოყენება ბიზნეს წარმატების მისაღწევად, როგორია თანამედროვე ტენდენციები და მიდგომები კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფეროში.

BARTA-ს და Meloira-ს განმახორციელებელი ორგანიზაციები აგრეთვე შეთანხმდენ, რომ ითანამშრომლებენ საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერეგვისა და ამ საკითხზე კომპანიათა ინფორმირებისა და მხარდაჭერის მიზნით.