საქართველოს ტურიზმის ასოციაცია Meliora-ს პარტნიორი გახდა
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის მხარდამჭერია.
საპარტნიორო შეთანხმებას ხელი 19 ნოემბერს მოეწერა.
კონკურსი Meliora გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, განხორციელებული საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისათვის.
COVID-19-ის თანმხლები გამოწვევების გამო, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 შეცვლილი პირობებით გამოცხადდა.
პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2020 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებმაც CSR ინიციატივები თუ პროექტები პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.
Meliora “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.