იტალიის საელჩო კონკურსის მხარდამჭერია
‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora 2020’-ს იტალიის საელჩოს სახით ახალი მხარდამჭერი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი Meliora გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, განხორციელებული საუკეთესო ინიციატივებისა და პროექტებისათვის.
COVID-19-ის თანმხლები გამოწვევების გამო, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 შეცვლილი პირობებით გამოცხადდა.
პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora 2020 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებმაც CSR ინიციატივები თუ პროექტები პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განახორციელეს.
წელს ჯილდო გაიცემა ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავს COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს. ესენია:
- თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
- მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
- საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
- მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
კონკურსს მხარს უჭერს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაცია, ბიზნესპლატფორმა და სამთავრობო ინსტიტუტი.
Meliora 2020 ტარდება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.