კატეგორია: მომხმარებლებთა და მომწოდებლებთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში
2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. წლევანდელი კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ტარდება, კომპანიებს იმ პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.
19 მაისს კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში 'მომხმარებლებთა და მომწოდებლებთა მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში' გამარჯვებული გამოვლინდება.
ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც იყო COVID-19-ის პერიოდში მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, სერვისებსა და პროდუქტებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ასევე მცირე და საშუალო მომწოდებლების ხელშეწყობა მათთვის უკეთესი გადახდის პირობების შეთავაზებით ან მიწოდების შეფერხებაზე ჯარიმის გაუქმებით ან/და სხვა ტიპის დახმარების შეთავაზებით.
კატეგორიაში 'მომხმარებლებთა და მომწოდებლებთა მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში' მონაწილეობას იღებენ კომპანიები:
ჯიპიაი ჰოლდინგი
ლიბერთი ბანკი
თიბისი ბანკი
კი კი
ბიოქიმფარმი
ემბისი
ჰირო
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
კონკურსის სპონსორია Moore Abc.