კატეგორია: საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პირობებში

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. წლევანდელი კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ტარდება, კომპანიებს იმ  პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

19 მაისს კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში 'საზოგადოების მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში' გამარჯვებული გამოვლინდება.

ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ.
ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოწყლვადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის ან იმ ადამიანებისთვის ვინც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ფიზიკურ, მენტალურ და ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ექიმების და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა, და ა. შ.

კატეგორიაში ‘საზოგადოების მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში’ მონაწილეობას იღებენ კომპანიები:

ანაგი

არდი

საქართველოს ბანკი

ბორჯომი

ევროპაბეთი

ლიბერთი ბანკი

ეფეს საქართველო

არემჯი

თიბისი დაზღვევა

ტერაბანკი

ენრსტ ენდ იანგი

ფუდმარტი

ჰილტონი

სოკარი

დუტი ფრი საქართველო

ეკოჰაუს ფექტორი

ფეირ თრიიზ

საქართველოს სალიზინგო კომპანია

ემბისი 

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

კონკურსის სპონსორია Moore Abc.