Meliora 2020 სულ მალე დაიწყებს განაცხადების მიღებას

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მესამედ გაიმართება, განაცხადების მიღებას სულ მალე დაიწყებს.

კონკურსი Meliora-ს, მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და  საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის; საუკეთესო CSR-პროექტებისათვის ყურადღების მიპყრობა; დაბოლოს, იმის წარმოჩენა, რომ პასუხისმგებელი ბიზნესი -  სასიკეთო ცვლილებების ეს მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და გარემოს გაჯანსაღებას, საბოლოოდ იძლევა გრძელვადიან ფინანსურ სარგებელს და არის მდგრადი, მოწინავე და წარმატებული ბიზნესი.

კონკურსის გამოცხადების მიღებისა და ძირითადი თარიღების შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება www.meliora.ge

კონკურსი მესამე წელია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, „სამოქალაქო საზოგადეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება.