MELIORA 2020 - განაცხადების მიღება დაიწყო!
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მესამედ ატარებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora.. კონკურსი ტარდება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონსიდ მხარდაჭერით.
COVID-19-ის თანმხლები გამოწვევების გამო, კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება. აღნიშნული კრიზისი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორი, საზოგადოება და გარემო ურთიერთდამოკიდებულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დამაზიანებელია როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესებისათვის, პასუხისმგებელ კომპანიას უჩნდება უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინოს, თუ რამდენად მდგრადია და მომზადებული მართოს რისკები და მოერგოს ახალ გარემოებებს.
ამ რთულ რეალობაში ბიზნესის მხარდასაჭერად, 2020 წლის კონკურსი იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს ეძღვნება, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებობის ფარგლებში განახორციელეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად.
წელს ჯილდო გაიცემა ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავს COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს;
- თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
- მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
- საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
- მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერი ზომის კომპანიას.
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით. ინვესტირებული თანხების ოდენობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმი.