თიბისი ბანკი

გარემოს დაცვა: „თიბისი ბანკი“ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმა გაითვალისწინოს საკუთარი საქმიანობის გავლენა ბუნებრივ გარემოზე და, შესაბამისად, მუშაობს ნეგატიური გავლენის შემცირების მიმართულებით და ახორციელებს პოზიტიური გავლენის მქონე ინიციატივებს.

ბანკი ხელმძღვანელობს გარემოს და სოციალური რისკის მართვის პოლიტიკით, რათა საქმიანობა შეესაბამებოდეს დაკრედიტების საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, სესხის გაცემისას ბანკი არ აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელთაც გარემოსთვის მძიმე, უარყოფითი შედეგი მოაქვთ. გარემოს დაცვის მიმართულებით „თიბისიმ“ დანერგა ნარჩენების მართვის პროგრამა, მინიმუმამდე შეამცირა ქაღალდის გამოყენება; ორგანიზაცია ითვლის სათბურის აირების ემისიას და ამზადებს შესაბამის ანგარიშს; „თიბისიმ“ ბორჯომის ტყეპარკის ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობის 10 ჰექტრის დაფინანსების ვალდებულება აიღო.

თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა: კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და მათი მოტივაციის ზრდას და ამისათვის სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს: 2018 წელს, სამართლიანი და გამჭვირვალე პოზიციების რანჟირების სისტემის შესაქმნელად, საერთაშორისო კომპანია Mercer-თან ერთად ბანკში განხორციელდა საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პოზიციების კლასიფიკაციის პროექტი. პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ბანკი თანამშრომლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ტრენინგს, სემინარს, ლექციას, ასევე სწავლის დაფინანსებას და ა.შ. „თიბისიში“ შექმნილია საერთო ინტერესების მქონე თანამშრომელთა კლუბები, რომელთაც ორგანიზაცია სხვადასხვა სახით უჭერს მხარს. ბანკი თანამშრომლებს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევის, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის სქემას, რომელიც ერთგვაროვანია ყველასთვის. 2009 წელს ბანკში შეიქმნა ფონდი „თიბისელები თიბისელებისთვის“. ფონდში „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასის 1-2%-ს რიცხავენ და ამგვარად უზრუნველყოფენ თანხის შეგროვებას, რომელიც ისევ თანამშრომლებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს ხმარდება რთული სამედიცინო პრობლემების ან ოჯახის წევრის საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევაში.

პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში მომხმარებლების, კლიენტების, პარტნიორების და მომწოდებლების მიმართ: ბანკს შემუშავებული აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ნაწილიც არის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხიც, საერთაშორისო ISO 27001 სტანდარტის შესაბამისად. ბანკს განხორციელებული აქვს ფინანსური განათლების ვიდეოსერიების პროექტი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს საბანკო პროდუქტების ოპტიმალურად გამოყენებასა და პირადი ფინანსების დაგეგმვაში.

საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა: „თიბისი ბანკისთვის“ დიდ მნიშვნელობა აქვს ძველისა და ახლის, წარსულისა და თანამედროვეობის კავშირს, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს კულტურული მემკვირდეობის შენარჩუნებაზე ზრუნვას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ახალი ინოვაციური პლატფორმების დანერგვის ხელშეწყობას. ამგვარი პროექტების მაგალითებია: 1. #წერექართულად, რომლის მიზანია ქართული ანბანის ციფრულ სივრცეში ინტეგრაცია და მისი გამოყენების პოპულარიზაცია. 2. ცნობილი ქართველი მხატვრის – პეტრე ოცხელის 40 ნახატის რესტავრაცია-კონსერვაცია. 3. „თიბისი ბიზნესისთვის“ ემსახურება საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებით: განათლება, კონსულტაცია, წახალისება და ცნობადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება. 4. პროექტი სტარტაპერი startuperi.ge, რომელიც ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებას და სტარტაპების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.