ფინკა ბანკი
2018-2019 წლებში, Junior Achievement-თან პარტნიორობით, „ფინკა ბანკის“ თანამშრომლებმა 30-მდე სკოლაში ფინანსური წიგნიერების პრო ბონო გაკვეთილები ჩაატარეს; ბანკის ფილიალებში მოეწყო შეხვედრები მოზარდებთან; ყოველთვიურ საბავშვო გაზეთში ბანკი უძღვება სახალისო ფინანსურ რუბრიკას; კახეთის ფილიალის თანამშრომლები უწევენ პრო ბონო მენტორობას პანკისის სკოლების მასწავლებლებს. ბანკმა მხარი დაუჭირა ქუთაისის უნივერსიტეტისა და EDEC-ის ერთობლივ პროექტს „ბიზნესსკოლა“ და აქტიურადაა ჩართული ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებში.
ორგანიზაციასთან „საზოგადოება და ბანკები“ თანამშრომლობით, „ფინკა ბანკის“ 200-მდე კლიენტ-მეწარმეს ფინანსების მართვის ტრენინგები ჩაუტარდა. პროექტის „კინო სოფელში“ ფარგლებში ბანკი 20-მდე ქალაქს ეწვია, სადაც, კინოჩვენების პარალელურად, მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალა დაურიგა.
მომავალში ბანკი გეგმავს CSR-ბიუჯეტის გაზრდას და მეტ ჩართულობას როგორც ფინანსური წიგნიერების, ისე ქალთა გაძლიერებისა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.