დიო

კერძოდ, 2019 წლის იანვარში კომპანიამ კარ-ფანჯრით მთლიანად აღჭურვა შშმ პირთა კავშირ „იას“ ინტეგრირებული დღის ცენტრი, სადაც შშმ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და შემოქმედებითად განვითარების საშუალება ეძლევათ. პროექტის დასრულების შემდეგ „დიო“ მუდმივად ეცნობა დღის ცენტრის ფუნქციონირებას, ადევნებს თვალ-ყურს მათ საქმიანობას; კომპანიას სჯერა, რომ „იას“ დღის ცენტრი თავდაჯერებას გაუზრდის შშმ ბავშვებს და ისინი წარმატებით დაძლევენ საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და სტერეოტიპებს.

გარდა ამისა, „დიომ“ დააფინანსა სოციალური საწარმო „კომბინიზონა“  –  პირველი სამკერვალო, რომელიც კერავს მორგებულ, ადაპტირებულ სამოსს შშმ პირებისა და ორსულებისთვის.

2019 წლის სექტემბერში კომპანია „დიომ“ ფერადი ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ კოტეჯი; „პირველი ნაბიჯი“ ყოველთვიურად 700-ზე მეტ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვს ემსახურება.

„დიოში“ ამჟამად დასაქმებულია 1 შშმ პირი.