“გზად–აპლიკაცია”
ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით 2017 წლის ივნისში „საქართველოს ბანკის“ CSR-ის სამსახურმა, IT განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა „გზად – აპლიკაცია“, რომელიც პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და რამდენიმე კოლეგის დამგზავრების, ანუ ერთად და კომფორტულად მგზავრობის, შესაძლებლობას იძლევა, რაც გარემოზე ზრუნვას და ქალაქში მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს.
(მცირე და საშუალო კომპანია)
არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება
კომპანია „TRC“ შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირების და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით. უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. „TRC“ საინიციატივ ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს. ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა „სტარტაპ საქართველომ“.