Visa Inc

დიანა კიღურაძე არის Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში და საქართველოსა და სომხეთში ზედამხედველობას უწევს ბიზნესის ზრდას.

დიანას, როგორც ლიდერის, დამსახურებაა კავკასიის რეგიონში Visa-ს ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების დანერგვა, როგორიცაა: She’s Next Empowered by Visa – She’s Next, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალების ფინანსური და კარიერული წინსვლის წახალისებას ისახავს მიზნად, მათთვის საჭირო და მრავალფეროვანი რესურსების შეთავაზების გზით. დღეს She’s Next-ის პლატფორმა საქართველოში 1,000+ ქალ მეწარმეს აერთიანებს. She’s Next-ის ფარგლებში დიანა თავად არის მოხალისე მენტორი და  ქალ მეწარმეებს უზიარებს მნიშვნელოვან გამოცდილებას ბიზნესის სტრატეგიული მართვის, ფინანსური მენეჯმენტისა და ინოვაციების მიმართულებით.  წარმატებული პარტნიორობის შედეგია Visa-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი „Ecommerce in a Box“,  რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომას, მათ შორის, ონლაინმაღაზიის შექმნას, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერას. პროექტის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გაციფრულდა 250-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი.

აღსანიშნავია დიანას სტრატეგია მდგრადი მიდგომების განვითარების მიმართ, რომელიც მოიცავს რეგიონების გაციფრულებას. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Go Digital, რომელიც Visa-ს, საქართველოს ბანკისა და USAID-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტით ეს ორგანიზაციები ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე რეგიონების ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან, რათა მათ გამართული ბიზნესოპერაციებითა და მოწესრიგებული ფინანსური პროცესებით შეძლონ ზრდა და განვითარება.

საქართველოში Visa-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Visa-სა და Charte.ge-ს თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები საშუალო სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა საქველმოქმედო კამპანია. შეგროვებული შემოწირულობით სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ახალი ტექნიკა. 

დიანა კიღურაძეს, ლიდერული თვისებებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გამო, მიღებული აქვს Visa-ს ჯილდო - Personal Go Beyond.