EPAM

ის უპირობო ერთგულება, რომლითაც ნინო ბიგვავა EPAM საქართველოს CSR საქმიანობას ემსახურება, ლიდერობის და თავდადების ჭეშმარიტი მაგალითია.

მიუხედავად იმისა, რომ EPAM საქართველოში მისი ფორმალური როლი ინტელექტუალური ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაა, ნინო  ყოველთვის უთმობს თავის დროს, ენერგიას და გამოცდილებას CSR ინიციატივების კოორდინაციას – საქმიანობას, რომელიც EPAM-ში, როგორც წესი, თანამშრომლის ძირითადი მოვალეობის პარალელურად ხორციელდება.

ახლად დაფუძნებულ ქართულ ოფისში EPAM e-KIDS-ის პირველი კურსის ორგანიზება ნინომ ჯერ კიდევ 2021 წელს მოახერხა, რითაც კოლეგებს მოტივაციის პრეცედენტი შეუქმნა. 2023 წელს ნინომ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსთან და მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან, რის შედეგადაც EPAM-ს მიეცა საშუალება დააფინანსოს საგანმანათლებლო პროექტები და გააძლიეროს STEM უნარები ქართველ ახალგაზრდებში.

CSR ინიციატივების დაფინანსებაზე მუშაობას ნინო უმაღლესი პროფესიონალიზმით უდგება. საგულდაგულოდ მომზადებული მისი საპროექტო წინადადებები, სადაც მკაფიოდაა გამოკვეთილი როგორც მთლიანი სურათი, ისე ცალკეული მნიშვნელოვანი დეტალები, გლობალურად იმსახურებს მოწონებას და დამაჯერებლად იმარჯვებს ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

საქართველოში TeDX საუბრების თანადამფუძნებლის გამოცდილება ეხმარება ნინოს გარშემომყოფთა მოტივირებასა და გამხნევებაში. უფრო მეტიც, მოხალისეობრივი და Pro Bono საქმიანობის მეშვეობით ნინო თავადაც აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივებში.

როგორც CSR იდეის ერთგული მსახური, ნინო შეზღუდული რესურსების პირობებშიც, სხვადასხვა შემოქმედებითი მიდგომებისა და გადაწყვეტების გამოყენებით ახერხებს EPAM საქართველოში ახალი CSR პროექტების განხორციელებას.

რამდენიმე პარალელური საქმის წარმატებული კოორდინირებისა და ყოველდღიური სამუშაო ვალდებულებების ეფექტური შეთავსების და დაბალანსების უნარი წარმოაჩენს ნინოს, როგორც გამორჩეული ლიდერული თვისებების მქონე, მოტივირებულ და პასუხისმგებელ ადამიანს.