საქართველოს ბანკი
ეს პროექტები ბანკის მიერ დაარსებული „სიცოცხლის ხის ფონდის“ საშუალებით ხორციელდება. ფონდის საქმიანობის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის დასაკმაყოფილებლად „საქართველოს ბანკმა“ 2014 წლიდან შექმნა საინფორმაციო ვებგვერდი – https://tree.ge/, სადაც იოლად აღსაქმელი ფორმით ხელმისაწვდომია ინფორმაცია ფონდის უკვე განხორცი-ელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებ.
ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს, ქვეყნდება „სიცოცხლის ხის“ წლიურ ანგარიშებშიც, ვრცელდება პუბლიკაციისა და ვიდეოს სახით და ხელმისაწვდომია ვებგვერდზეც. უკეთესად აღქმისა და ინფორმაციულობისათვის წლიურ ანგარიშებში გამოიყენება პროექტის ამსახველი რეალური ფოტოები, მისი შედეგების მაჩვენებელი მარტივი დიაგრამები და ინფოგრაფიკები. 2017 წლის ანგარიშის 700-ზე მეტი ბეჭდური ვერსია გავრცელდა, ხოლო Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოვერსიას 73 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა.
ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობის ასეთი სახით კომუნიკაცია ზრდის როგორც მომხმარებელთა ლოიალობას, ისე თავად ბანკის თანამშრომელთა მოტივაციას, რომელთაც ეამაყებათ იმ კომპანიაში მუშაობა, რომელიც ამდენ კარგ საქმეს აკეთებს.