საქართველოს ბანკი
„საქართველოს ბანკი“ არის სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს იზრუნოს მომხმარებლის, საკუთარი დასაქმებულისა თუ საზოგადოების კეთილდღეობასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. „საქართველოს ბანკის“ საქმიანობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ოთხივე ძირითად სფეროს მოიცავს: გარემოს დაცვა – ბანკს დანერგილი აქვს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა (ESMS). გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა ბანკის საკრედიტო რისკების მართვის პროცედურის განუყოფელი ნაწილია.
ბანკი ახორციელებს ენერგო და რესურსდამზოგავ პროექტებს და არის კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) უმსხვილესი კერძო დონორი. თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა – ბანკში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თანამშრომელთა სწავლებასა და განვითარებას. შიდა ჩართულობის სამსახური მუდმივად ზრუნავს ბანკის 6000-მდე თანამშრომლის განვითარებაზე, მათი მოტივაციის გაზრდასა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ჩართვაზე. ბანკის თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის შექმნილია ელექტრონული სასწავლო პლატფორმა – learning.bog.ge, რომელიც მათ სთავაზობს ტრენინგებს, კურსებს, სხვადასხვა მასალას თუ სადისკუსიო სივრცეს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. ბანკის თანამშრომლები სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით, სასწავლო შვებულებით, ანაზღაურებული 6-თვიანი დეკრეტული შვებულებით, შეღავათიანი საბანკო მომსახურებით და ა.შ. პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში მომხმარებლების, კლიენტების, პარტნიორების და მომწოდებლების მიმართ – ნებისმიერი სერვისის განხორციელებისას ბანკი იცავს ეთიკის სტანდარტებს (სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესაბამისად). ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებზე და მათ მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ სერვისებს. მაგალითად, შემოიღო უსინათლო ადამიანებისთვის ადაპტირებული ბანკომატი, რომელიც პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონშიც.
საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა – ბანკი ფონდ „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით არაერთი საქველმოქმედო და სოციალური პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ფონდის სოციალური აქტივობის ძირითადი საზრუნავია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რის მიღწევასაც მათი განათლებით, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობითა და მათთვის გარემოს ადაპტირების გზით ცდილობს. ფონდის დახმარებით განხორციელდა 60-ზე მეტი პროექტი შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთა საერთო დაფინანსებამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ფონდი აქტიურად უწყობს ხელს სოციალური მეწარმეობის განვითარებას. მისი დახმარებით 2017-2018 წლებში შეიქმნა 10 სოციალური საწარმო და დასაქმდა 15 შშმ პირი. ფონდი პროექტებს გეგმავს და ახორციელებს სამიზნე აუდიტორიასთან შეთანხმებით და მათი რჩევების გათვალისწინებით. დაფინანსებული პროექტების კონტროლი ხდება ადგილზე ვიზიტებით, მონიტორინგით, შედეგებისა და ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვის შემოწმებით, რაც შედეგების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით გრძელდება პროექტის დასრულების შემდეგაც, სულ ცოტა, 2 წლის განმავლობაში.
„საქართველოს ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მოწოდებულია იზრუნოს საკუთარი მომხმარებელის, დასაქმებულის და საზოგადოების კეთილდღეობაზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე“. კახა კიკნაველიძე გენერალური დირექტორი