სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
პროგრამის მიზანია დაზღვევის, როგორც ფინანსური დაცვის მექანიზმის პოპულარიზება, მეწარმეთა ცნობიერების დონის ამაღლება და მათი სადაზღვევო სისტემაში ჩართვა, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისათვის.
სადაზღვევო პროგრამა ითვალისწინებს 50,000 ლარის ანაზღაურებას. მცირე მეწარმეებისთვის დაზღვევის გადასახადის შემცირების მიზნით, პროგრამის პირველ ეტაპზე ბიზნესრისკების თანადაფინანსება „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ მხრიდან შეადგენდა 50%-ს, ხოლო მეორე ეტაპზე – 25%-50%-ს. პროგრამის პირობებისა და შეღავათების შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირება სხვადასხვა საკომუნიკაციო კამპანიის მეშვეობით ხდებოდა.
პროგრამის შედეგები კარგად გამოჩნდა ელიავას ბაზრობის ხანძრის შემდეგ – დაზარალებულთა 70%-ს, ვისაც უკვე ჰქონდა „ჯი-პი-აის“ დაზღვევა, საერთო ჯამში 600,000 ლარის ზარალი აუნაზღაურდა. შეიცვალა დამოკიდებულებაც დაზღვევის მიმართ, რაზეც მეტყველებს სადაზღვევო პოლისების განახლების თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი. პროგრამამ თავად კომპანიაზეც დადებითად იმოქმედა: 300%-ით გაიზარდა ქოლცენტრში შემოსული ზარების რაოდენობა, ხოლო გაყიდვები – 500%-ით.
პროგრამის ახლანდელ ეტაპზე, ქონების დაზღვევის პოლისის შეძენისას, „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“ ყველა მეწარმეს საჩუქრად ბიზნესის შეფერხების დაზღვევას გადასცემს.